მესი „ბარსელონაში“ არ დაბრუნდება - მხარეებს არასოდეს უწარმოებიათ მოლაპარაკებები #1TVSPORT
მესი „ბარსელონაში“ არ დაბრუნდება - მხარეებს არასოდეს უწარმოებიათ მოლაპარაკებები #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ლიონელ მესი არ დაბრუნდება „ბარსელონაში“ მოთამაშის სტატუსით, – დაწერა TyC Sports-ის არგენტინელმა ჟურნალისტმა, გასტონ ედულმა.

აღნიშნავენ, რომ მხარეებს არასოდეს დაუწყიათ მოლაპარაკებები დაბრუნების თაობაზე და მესი აღარასოდეს ითამაშებს კატალონურ კლუბში.

ადრე პრესაში გაჩნდა ინფორმაცია მესის „პარი სენ-ჟერმენიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლის შესახებ. არგენტინელის ხილვა თავის გუნდში სურდა ბარსელონელთა მთავარ მწვრთნელს, ჩავის.