მესი „ბარსელონას“ ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია
მესი „ბარსელონას“ ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია

ესპანეთის სუპერთასზე გამარჯვების შემდეგ, „ბარსელონას“ არგენტინელი ლიდერი ლიონელ მესი კატალონური კლუბის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი გახდა.

ლეგენდარულ ფორვარდს 33 ტიტული დაუგროვდა, რითაც გაუსწრო წინა რეკორდსმენს ანდრეს ინიესტას, რომელიც ამ ზაფხულს იაპონურ “ვისელ კობეში” გადავიდა.

მესის ანგარიშზე „ბარსელონაში“ შემდეგი ტიტულებია:
4 მოგება ჩემპიონთა ლიგაზე
9 – ლა ლიგა
6 – ესპანეთის თასი
8 – ესპანეთის სუპერთასი
3 – უეფას სუპერთასი
3 – კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი

დატოვე კომენტარი