მესი - ბარსელონა მენატრება, ჩემი შვილები კატალონიელები არიან #1TVSPORT
ამერიკული კლუბის, „ინტერ მაიამის“ არგენტინელი ვარსკვლავი მიიჩნევს, რომ მისი შვილები კატალონიელები არიან და თვითონაც ბარსელონა ენატრება.
„ჩემი შვილები კატალონიელები არიან. ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი ამ ქალაქში, ბარსელონაში გავატარე. თავს ბარსელონელად მივიჩნევ და ეს ქალაქი მენატრება. ვერავინ იტყვის, სად წაიყვანს ცხოვრება, მაგრამ ვგეგმავთ, რომ ბარსელონაში დავბრუნდეთ – ეს ჩვენი ქალაქია“, – ციტირებს მესის სიტყვებს Mundo Deportivo.
თანამედროვე ფეხბურთის ლეგენდა კატალონიურ კლუბში 2003-2021 წლებში თამაშობდა. არგენტინელმა ამ გუნდთან ერთად მთელი ეპოქა შექმნა – 10-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, 3-ჯერ კი უეფა-ს სუპერთასს დაეუფლა.