მესი აცხადებს, რომ სუარესი „ბარსელონადან“ უსამართლოდ გააგდეს
„ბარსელონას“ ლეგენდარული თავდამსხმელი, ლიონელ მესი თანაგუნდელის, ლუის სუარესის „ატლეტიკოში“ გადასვლას გამოეხმაურა და კატალონიური კლუბის ხელმძღვანელები გააკრიტიკა.
„რთული იქნება შენს გარეშე მოედანზეც და მოედნის მიღმაც, – მიმართა ლიონელ მესიმ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ლუის სუარესს – ჩვენ მოგვენატრები. რამდენი წელი, რამდენი მატე, რამდენი სადილი და რამდენი რამ, რასაც ვერასდროს დავივიწყებ.
უცნაური იქნება შენი სხვა გუნდის მაისურით ნახვა და კიდევ უფრო უცნაური – შენს წინააღმდეგ თამაში. შენ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე ხარ. მოიპოვე არაერთი ინდივიდუალური ტუ გუნდური ჯილდო.
შენ არ დაგიმსახურებია, რომ გუნდიდან ასეთი ფორმით გაეგდეთ, მაგრამ ახლა უკვე აღარაფერი მიკვირს“.