მეშვიდე ტური კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში - პირველი არხი რეპორტაჟს ბოლნისიდან გეგმავს
6-8 აპრილს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეშვიდე ტურის შეხვედრები დაიწყება.
დღეს პირველი შეხვედრა გაიმართება – კურიოზულად ჟღერს, მაგრამ ფაქტია: თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, რომელიც დედაქალაქურ ლოკომოტივთან ასოცირდება, თბილისელები საჩხერის ჩიხურას „ესტუმრებიან“, რომელიც ივანწმინდის არენის განახლების გამო საშინაო შეხვედრებს თბილისში ატარებს.
საქართველოს პირველი არხი კი რეპორტაჟს კვირას, 7 აპრილს, ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონიდან შემოგთავაზებთ, სადაც სიონი ბათუმის დინამოს უმასპინძლებს. მატჩი 16:00 საათზე გაიმართება.
შაბათი, 6 აპრილი, 2019
ჩიხურა – ლოკომოტივი
19:00. მიხეილ მესხი – თბილისი
კვირა, 7 აპრილი, 2019
სიონი – დინამო ბთ
16:00. თამაზ სტეფანია – ბოლნისი (1 არხი)
დინამო თბ – რუსთავი
19:00. დინამო არენა – თბილისი
დილა – ტორპედო
21:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი
ორშაბათი, 8 აპრილი, 2019
ვიტ ჯორჯია – საბურთალო
19:00. მიხეილ მესხი 2 – თბილისი