მეშვიდე მარცხი აკი ბაშოზე - ტოჩინოშინს რიუდენმა სძლია [ვიდეო] #1TVSPORT

სექტემბრის ბაშოზე, რომელსაც იაპონიის დედაქალაქი მასპინძლობს, ტოჩინოშინმა მორიგი ბრძოლა გამართა. ლევან გორგაძის მეტოქე მე-12 მაეგაშირა რიუდენი იყო, რომელსაც მოგებისა და წაგების ბალანსი 6-4-ზე ჰქონდა.

სამწუხაროდ, ტოჩინოშინისთვის ტურნირის მე-11 დღეც წარუმატებელი გამოდგა და ქართველმა სუმოისტმა კიდევ ერთი ორთაბრძოლა დათმო. ლევან გორგაძე რიუდენმა დოჰიოდან გადაიყვანა და იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ამგვარად, სექტემბრის ბაშოზე ტოჩინოშინს უარყოფითი ბალანსი აქვს – ხუთი მოგება და შვიდი მარცხი.