მესამე ტური დასრულდა - ჩემპიონი ისევ სათავეშია
მესამე ტური დასრულდა - ჩემპიონი ისევ სათავეშია

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-3 ტური გორში გამართული შეხვედრით დასრულდა. „თენგიზ ბურჯანაძეზე“ „დილამ“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და გამარჯვება ამჯერადაც ვერ მოახერხა 0:0.

სამი ტურის შემდეგ გათამაშების ცხრილს სათავეში მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ მოექცა, რომელმაც სამივე შეხვედრა მოიგო და 9 ქულა დააგროვა. მეორე-მესამე ადგილებს 6-6 ქულით თბილისის „ლოკომოტივი” და ქუთაისის „ტორპედო” ინაწილებენ. თბილისის „დინამომ“ კი ჯერ მხოლოდ 3 ქულა დააგროვა და მე-6 პოზიციაზეა.

მე-4 ტური პარასკევს, 15 მარტს წრის ერთ-ერთი გამორჩეული თამაშით დაიწყება. მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ „მიხეილ მესხზე“ საქართველოს თასის და სუპერთასის მფლობელ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს.

ტური სამ დღეს გაგრძელდება. პირველი არხი 17 მარტს თბილისური კლუბების დაპირისპირების, „ლოკომოტივისა” და „დინამოს” შეხვედრის ტელერეპორტაჟს გეგმავს, რომელიც „მიხეილ მესხი 2“-ზე 19:00 საათზე დაიწყება.