მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, თბილისის „დინამო“ „ფეიენოორდს“ შეხვდება, ჩიხურა - ხორვატიულ „რიეკას“
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, თბილისის „დინამო“ „ფეიენოორდს“ შეხვდება, ჩიხურა - ხორვატიულ „რიეკას“

ცნობილი გახდა თბილისის „დინამოსა“ და აზერბაიჯანულ „გაბალას“ შორის გამარჯვებულის მეტოქე „ევროპა ლიგის“ მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში. ეს არის ჰოლანდიური „ფეიენოორდი“, რომელსაც ქართული გუნდი შორეულ 1981 წელს შეხვედრია.

მაშინდელი დაპირისპირება, ორი მატჩის ჯამში, „დინამოელთა“ გამარჯვებით, 3:2 (3:0; 0:2) დასრულდა. ეს იყო „უეფას“ თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალი, რომლის შემდეგ, ფინალში, გუნდმა აღმოსავლეთ გერმანიის „კარლ ცაისი“ დაამარცხა და პრესტიჟულ ჯილდოს დაეუფლა.

თუ თბილისელებმა „გაბალას“ ბარიერი დაძლიეს, „ფეიენოორდთან“ პირველ მატჩს როტერდამში 8 აგვისტოს გამართავენ, განმეორებითს კი თბილისში, 15 აგვისტოს.

ევროპა ლიგაზე მონაწილე მეორე ქართული გუნდი, საჩხერის „ჩიხურა“, შოტლანდიური „აბერდინის“ დამარცხების შემთხვევაში, ხორვატულ „რიეკას“ დაუპირისპირდება.