მესამე მწვრთნელი ბოლო სამ თვეში - „უოტფორდმა“ სანჩეს ფლორესი გაუშვა და ნაიჯელ პირსონთან აფორმებს კონტრაქტს
მესამე მწვრთნელი ბოლო სამ თვეში - „უოტფორდმა“ სანჩეს ფლორესი გაუშვა და ნაიჯელ პირსონთან აფორმებს კონტრაქტს

„უოტფორდის“ ხელმძღვანელობა უკვე ელაპარაკა „ლესტერ სითის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელ ნაიჯელ პირსონს და, დიდი ალბათობით, კიკე სანჩეს ფლორესის ნაცვლად გუნდს სწორედ მას ჩააბარებს. ამ ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ავრცელებს.

ფლორესი „უოტფორდმა“ კვირას, 1 დეკემბერს გაანთავისუფლა, რომელმაც, თავის მხრივ, გუნდში ხავი გარსია შეცვალა მიმდინარე წლის სექტემბერში.

რაც შეეხება პირსონს, „ლესტერ სითის“ მთავარ მწვრთნელად ის 2011-15 წლებში მუშაობდა და გუნდი პრემიერლიგაში გადაიყვანა, თუმცა შემდეგ მის ნაცვლად კლაუდიო რანიერი დანიშნეს, რომელმაც „მელიები“ ინგლისის ჩემპიონობამდე მიიყვანა.