მესამე მარცხი კიუშუ ბაშოზე - ტოჩინოშინი უარყოფით ბალანსზეა [ვიდეო] #1TVSPORT

იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში სუმოს სუპერტურნირის მე-5 საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს. კიუშუს ბაშოზე ქართველი მებრძოლი, ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) მე-10 მაეგაშირა ჩიიოშომას დაუპირისპირდა და დამარცხდა.

მძლავრი შეჯახების შემდეგ, ორივე სუმოისტი მეტოქის ქამრის აღებას ცდილობდა. საბოლოო ჯამში, უკეთეს პოზიციაში ჩიიოშომა აღმოჩნდა, რომელმაც ტოჩინოშინი დოჰიოდან გადაიყვანა და ოკურიდაშით მოიგო.

5 დღის შემდეგ გორგაძეს 2 მოგება და 3 მარცხი აქვს. ხვალ მისი მეტოქე მე-11 მაეგაშირა ონოშო იქნება, რომელსაც 4 მოგება და 1 წაგება აქვს.