მესამე მარცხი აკი ბაშოზე - ტოჩინოშინს ენდომ მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მე-5 ბრძოლა გამართა. 34 წლის მებრძოლი, რომელიც აკი ბაშოზე მე-8 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, მე-6 მაეგაშირა ენდოს დაუპირისპირდა, რომელსაც ტოჩინოშინის მსგავსად ამ შეხვედრამდე მოგება-წაგებათა ბალანსი 2-2-ზე ჰქონდა.

ბრძოლა ამჯერადაც დაძაბულად წარიმართა – მძლავრი შეჯახების შემდეგ, ენდომ უპირატესობის მოპოვება მოახერხა და გორგაძე დოჰიოდან გადაიყვანა. ტოჩინოშინმა აკი ბაშოს მე-5 ბრძოლა იორიკირით წააგო და 3 მარცხი დაუგროვდა.

ხვალ ქართველი სუმოისტის მეტოქე მე-10 მაეგაშირა ტაკანოშო იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე 3 მოგება და 2 მარცხი აქვს.