მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა პირველი შეხვედრა მოიგო #1TVSPORT
მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა პირველი შეხვედრა მოიგო #1TVSPORT

პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე პირველი მატჩი ჩაატარა საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა, რომელმაც ჩეხეთი 17:14 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა ჩეხებთან შეხვედრაში სამი ლელო გაიტანა, თავი ლაშა ლომიძემ, გიორგი ჯობავამ და გიორგი ფრუიძემ გამოიჩინეს, სერგი ჩხაიძემ კი მხოლოდ ერთი ლელოს გარდასახვა მოახერხა.

B ჯგუფის (სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს) მეორე შეხვედრაში ესპანეთმა ბელგია 26:12 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრას დღეს, 20:30 საათზე ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპულ თამაშებზე შვიდკაცა რაგბის ტურნირში გამარჯვებული გუნდი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზურს მიიღებს, მეორე და მესამეადგილოსნები კი მიზნის მიღწევას საკონტინენტთაშორისო შესარჩევი ტურნირის მოგებით შეეცდებიან.