მერვედფინალური ეტაპის შემდეგ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფავორიტად „ჩელსი“ დასახელდა #1TVSPORT
მერვედფინალების დასრულების შემდეგ, სტატისტიკური პორტალის Opta-ს სუპერკომპიუტერმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგებაზე მთავარ ფავორიტად „ჩელსი“ დაასახელა.
ლონდონური კლუბის ჩემპიონობა ფასდება 26.8 პროცენტით, შემდეგ მოდიან „პარი სენ-ჟერმენი“ – 24,9% და „რეალი“ – 16,9%. ყველაზე დაბალი შანსები აქვთ „ფლუმინენსეს“ (1,5%) და „პალმეირასს“ (3%).
სუპერკომპიუტერს მიაჩნია, რომ „ჩელსი“ სხვებზე დამაჯერებლად გადალახავს მეოთხედფინალურ ბარიერს (74,8%), სადაც „პალმეირასს“ შეხვდება.