მერტენსი სეზონს „ნაპოლიში“ დაამთავრებს
მერტენსი სეზონს „ნაპოლიში“ დაამთავრებს

იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირის ინფორმაციით, „ნაპოლის“ ფორვარდი დრის მერტენსი „ჩელსიში“ არ გადავა და სეზონს იტალიურ კლუბში დაასრულებს.

წყაროს ცნობით, ბელგიელი ზაფხულში შესაძლოა „ინტერში“ გადავიდეს, თუ იგი ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტს არ გააგრძელებს. მილანელები მერტენსს ორწლიან კონტრაქტს და სეზონში 4.5 მილიონ ევროს შესთავაზებენ.