მერტენსი „ნაპოლიში“ კიდევ ორი წლით რჩება
მერტენსი „ნაპოლიში“ კიდევ ორი წლით რჩება

„ნაპოლის“ ბელგიელი ფორვარდი დრის მერტენსი ახლოს არის კონტრაქტის გაგრძელებასთან.

როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, 33 წლის ფეხბურთელმა უარყო ლონდონის „ჩელსის“ წინადადება და მალე ახალ კონტრაქტს გააფორმებს „ნაპოლისთან“, რომელიც 2022 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

მერტენსის მოქმედი ხელშეკრულება „ნაპოლისთან“ მიმდინარე წლის 30 ივნისს იწურებოდა.

სერია A-ს წლევანდელ სეზონში ბელგიელმა ფორვარდმა 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა.