„მერსედესს“ 2019 წლის სეზონში აბსოლუტურად ახალი ძრავა ექნება
„მერსედესს“ 2019 წლის სეზონში აბსოლუტურად ახალი ძრავა ექნება

გერმანული საჯინიბო „მერსედესი“ 2019 წლის სეზონში, აბსოლუტურად ახალ ძრავას გამოიყენებს. ამის შესახებ იტალიურმა გაზეთმა La Gazzetta dello Sport-მა დაწერა. ძალისმიერი აგრეგატი კარდინალურად განსხვავდება იმისგან, რომელსაც 2018 წლის სეზონში იყენებდა. „მერსედესის“ ინჟინრებმა შექმნეს სრულიად ახალი და გარდაქმნილი ძრავა.

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, გერმანულმა გუნდმა პროგრესს ენერგიის რეკუპერაციის სფეროში მიაღწია. ახლა, ძალისმიერ აგრეგატს ​12 ცხენის ძალა დაემატება, რაც საწვავის ხარჯვის ფასად არ მომხდარა.

„მერსედესის“ ბოლიდები ახალი ძრავებით, 2019 წლის პირველივე რბოლაში – ავსტრალიის გრანპრიზე იქნება აღჭურვილი.