„მერსედესმა“ ახალი ბოლიდი წარადგინა
„მერსედესმა“ ახალი ბოლიდი წარადგინა

მსოფლიოს ჩემპიონმა, გერმანულმა საჯინიბო “მერსედესმა” “სილვერსტოუნის” ტრასაზე ოფიციალურად წარადგინა 2018 წლის სეზონისთვის განკუთვნილი ბოლიდი – Mercedes-AMG W09 EQ Power+.

დღესვე, ბოლიდი ტრასაზე გაიყვანა ფინელმა ვალტერი ბოტასმა, ხოლო მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ბრიტანელი ლუის ჰემილტონი მანქანის პრეზენტაციის ოფიციალური ცერემონიის მონაწილე გახდა.