„მერსედესმა“ 2026 წლისთვის შემადგენლობა არ შეცვალა - მომავალი სეზონის 22 პილოტიდან 18 ცნობილია #1TVSPORT
ფორმულა 1-ის გუნდმა „მერსედესმა“ ოფიციალურად გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ თავის ამჟამინდელ პილოტებთან – ჯორჯ რასელთან და ანდრეა კიმი ანტონელისთან.
ასე რომ, 2026 წელს გერმანულ გუნდში პილოტების შემადგენლობა უცვლელი დარჩება.
27 წლის ბრიტანელი მეოთხე სეზონს ატარებს „მერსედესში“ და წლევანდელ ჩემპიონატში საერთო ჩათვლაში მეოთხე ადგილზეა. 19 წლის იტალიელი ანტონელი დებიუტანტია და მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება 2025 წლის სეზონში.
„მერსედესის“ გადაწყვეტილების შემდეგ, ცნობილია 2026 წლის სეზონისთვის 22-დან 18 პილოტის ვინაობა. ვაკანტური რჩება ორი ადგილი „რეისინგ ბულზში“ და თითო – „რედ ბულში“ და „ალპინში“.
ფორმულა 1-ის გუნდების შემადგენლობები 2026 წლის სეზონში:
მაკლარენი – ოსკარ პიასტრი, ლანდო ნორისი
ფერარი – შარლ ლეკლერი, ლუის ჰემილტონი
მერსედესი – ჯორჯ რასელი ანდრეა კიმი ანტონელი
რედ ბული – მაქს ფერსტაპენი
უილიამსი – ალექს ალბონი, კარლოს საინსი
ასტონ მარტინი – ფერნანდო ალონსო, ლენს სტროლი
აუდი – ნიკო ჰიულკენბერგი, გაბრიელ ბორტოლეტო
რეისინგ ბულზი – არ არის გამოცხადებული
ჰაასი – ესტებან ოკონი, ოლივერ ბერმანი
ალპინი – პიერ გასლი
კადილაკი – სერხიო პერესი, ვალტერი ბოტასი