„მერსედესმა“ 2020 წლის ბოლიდი წარმოადგინა

12:45, 15.02.2020

გერმანულმა საჯინიბო „მერსედესმა“ 2020 წლის ბოლიდის პრეზენტაცია მოაწყო. ახალ სეზონში გუნდის ღირსებას ისევ ბრიტანელი ლუის ჰემილტონი და ფინელი ვალტერი ბოტასი დაიცავენ. ახალი ავტომობილის ინდექსია – W11.

„მერსედესი“ 2014 წლიდან დომინირებს ფორმულა 1-ში, როცა ჩემპიონატში ტურბოძრავები დააბრუნეს. ბოლო ექვსი სეზონის განმავლობაში, გუნდმა ექვსჯერ მოიგო კონსტრუქტორთა თასიც და პილოტთა პირადი ჩათვლაც: ხუთჯერ ლუის ჰემილტონმა და ერთხელ – ნიკო როსბერგმა.

2020 წლის წინასასეზონო ტესტები 19-21 და 26-28 თებერვალს, ბარსელონაში გაიმართება. ახალი სეზონი 15 მარტს, ავსტრალიის გრანპრით გაიხსნება.

მსგავსი