ფორმულა 1-ის ახალი სეზონისთვის მზადების დროს, გერმანულმა საჯინიბო „მერსედესმა“ თავისი ახალი ბოლიდის შესაძლებლობების სიმულაცია ჩაატარა.
როგორც GPUpdate იტყობინება, მსგავსი მოდელირების შედეგები იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ამას გუნდის ტექნიკური დირექტორი ჯეიმს ელისონი ელოდა.
წერენ, რომ „მერსედესი“ ახალ ბოლიდში ოდნავ შეცვლის გვერდით პონტონებს, რითაც „ფერარის“ მიბაძავს. ეს დაეხმარება გუნდს აეროდინამიკური უპირატესობის მოპოვებაში და უზრუნველყოფს ძრავის უკეთეს გაგრილებას.
იმის გამო, რომ გასულ სეზონში „მერსედესი“ მცირედით აგებდა „ფერარისთან“ სწორ მონაკვეთებზე, გერმანულმა გუნდმა ძრავაზეც წარმატებით იმუშავა.
გუნდში სამუშაოდ მიიწვიეს გერმანელი ინჟინერი, რომელიც სპეციალიზდება ახალ მასალებსა და ქიმიაზე. მან შეისწავლა 2019 წლის ბოლიდის სუსტი მხარეები და პრობლემების გადაწყვეტის გზები შესთავაზა.