მერებაშვილს „ვისლა" ხელშეკრულების გახანგრძლივებას სთავაზობს
მერებაშვილს „ვისლა" ხელშეკრულების გახანგრძლივებას სთავაზობს

ყაზახური გამოცემა Sports.kz წერს, რომ მათი ქვეყნის პრემიერლიგაში კარიერას საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი გააგრძელებს. მოთამაშის გვარი დაკონკრეტებული არაა, მაგრამ მიანიშნებს, რომ ის ფლანგის შემტევია, რომლის გადაბირებასაც ერთდროულად ორი კლუბი, პავლოდარის “ირტიში” და კიზილორდას “კაისარი” ცდილობს.

მინიშნებები ისეთია, რომ ამ ინკოგნიტოს მიღმა გიორგი მერებაშვილის კონტურები იკვეთება. თუმცა, საქართველოს ნაკრებისა და პლოცკის „ვისლას“ შემტევი ნახევარმცველი ყაზახებთან მოლაპარაკებას უარყოფს.

„ყაზახეთიდან მე არავინ დამკავშირებია და ვერაფერს ვიტყვი. თუმცა არ დავმალავ, რომ საინტერესო წინადადებები გამოჩნდა. სხვადასხვა გუნდებთან მოლაპარაკებები მიდის. ახლოეს 2-3 კვირაში გადაწყდება, სად გავაგრძელებ კარიერას“.

მისი თქმით, პოლონელებმა კონტრაქტი გახანგრძლივება შესტავაზეს: “ჩემი გუნდის, პლოცკის „ვისლას“ შეკრება მალე დაიწყება და მოსამზადებლად გავემგზავრები. გუნდთან კონტრაქტი 6 თვის შემდეგ მიმთავრდება. პოლონელებმა ხელშეკრულების კიდევ ორი წლით გახანგრძლივება შემომთავაზეს. თუმცა, ამ ეტაპზე პასუხის გაცემას არ ვჩქარობ“.