მერებაშვილმა „ვისლასთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა
მერებაშვილმა „ვისლასთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა
პლოცკის „ვისლას“ ოფიციალურ ვებგვერდის ცნობით, გიორგი მერებაშვილმა პოლონურ კლუბთან ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივა.
 
„გიორგი მერებაშვილმა ჩვენს გუნდთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, შეთანხმება ძალაში 2021 წლის 30 ივნისამდეა. ქართველმა ფეხბურთელმა კონტრაქტი მესამედ გაახანგრძლივა“ – წერია პლოცკის „ვისლას“ გვერდზე.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ილაპარაკა და გუნდთან თანამშრომლობის გახანგრძლივებით კმაყოფილება გამოხატა. კლუბის ვებგვერდის ცნობით, გიორგი მერებაშვილმა „ვისლა“ გააძლიერა და პლოცკელებისთვის ფასეული მოთამაშე გახდა.
„მიხარია, რომ „ვისლაში“ კარიერას გავაგრძელებ. პლოცკში ოთხი წელია, ვთამაშობ და აქ მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც თავს კარგად ვგრძნობთ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გულშემატკივრებს, რაც შეიძლება მეტი სიხარული მივანიჭო“. – ამბობს ქართველი ლეგიონერი.
მერებაშვილი პლოცკის „ვისლაში“ 2016 წელს 12 ივლისს ჩაირიცხა და მისი ფორმით 106 მატჩი ჩაატარა. ქართველმა ლეგიონერმა გუნდში 21 გოლი გაიტანა და „ვისლას“ ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ლეგიონერია, „ვისლას“ საუკეთესო მეგოლეებში მესამე ადგილზეა.