მერებაშვილის გუნდში კორონავირუსის აფეთქებაა
მერებაშვილის გუნდში კორონავირუსის აფეთქებაა

პოლონეთის ექტრაკლასას პლოცკისვისლაში“, სადაც ქართველი შემტევი გიორგი მერებაშვილი თამაშობს, კორონავირუსის ნამდვილი აფეთქება დაფიქსირდა.

ბოლო ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა გაასაჯაროვა – ფაქტები მეტყველებს, რომ „ვისლაში“ ძალიან რთული ვითარებაა.

„ინფექციის ბოლოდროინდელი ფაქტების დაფიქსირების შემდეგ, COVID19-ზე დამატებითი ტესტები გაიარეს გუნდის მოთამაშეებმა, სამწვრთნელო სტაფის წევრებმა და თანამშრომლებმა. დადებითი პასუხი კიდევ 19 ადამიანს დაუფიქსირდა – გუნდის რვა მოთამაშეს, სარეზერვო გუნდის ერთ წევრს, სამს სამწვრთნელო შტაბიდან და ადმინისტრაციის შვიდ თანამშრომელს. ადამიანებმა, რომლებმაც დადებითი პასუხი მიიღეს, დაუყოვნებლივ კარანტინში გადავიდნენ“, – წერია კლუბის ოფიციალურ გვერდზე.

პლოცკისვისლაშიკორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა კვირას, 25 ოქტომბერს დაფიქსირდა. კლუბმა ტესტირება დაუყოვნებლივ „ვისლას“ ყველა წევრს ჩაუტარა და 11 პასუხი დადებითი აღმოჩნდა. სულ კი გუნდში ბოლო დროს კორონავირუსი 31 ადამიანს დაუდგინდა.

მომხდარის გამო, „ვისლას“ ხელმძღვანელობამ თხოვნით მიმართა პოლონეთის ფეხბურთის ასოციაციას და ექსტრაკლასას ადმინსიტრაციას, რათა გუნდის უახლოესი შეხვედრები გადადოს.

პლოცკელები არ აკონკრეტებენ, ვირუსი რომელ მოთამაშეს დაუდგინდა. ჩვენ ვცადეთ გიორგი მერებაშვილთან დაკავშირება, მაგრამ ჯერ მასთან გასაუბრება ვერ მოხერხდა.