გიორგი მერებაშვილი ახალი სეზონისთვის ემზადება
გიორგი მერებაშვილი ახალი სეზონისთვის ემზადება

გიორგი მერებაშვილმა სეზონისთვის მზადება დაიწყო. პლოცკისვისლა“ საკუთარ ბაზაზე შეიკრიბა და დახურულ დარბაზში ვარჯიშობს.

ზამთრის შესვენების შემდეგ პირველ ვარჯიშზე კლუბში 37 მოთამაშე გამოჩნდა. ფეხბურთელები მოედანზე მხოლოდ კოვიდვირუსზე ტესტირების შემდეგ დაუშვეს.

საერთო ჯგუფში იყო საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი და ახალგაზრდა ფეხბურთელთა დიდი ჯგუფი. პოლონური გუნდის ქართველ ნახევარმცველს პირველ ნახევარში ტრავმების გამო საწყისი ტურის თამაშები გაუცდა. გიორგი მერებაშვილმა საშემოდგომო ეტაპზე ამის გამო მხოლოდ ექვსი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ახლა გამოჯანმრთელდა და თავს კარგად გრძნობს.

შეკრებამდე ერთი უცნაური ამბავი მოხდა – 22 წლის ნიჭიერი მეკარე ბარტლომეი ჟინელი მთავარ გუნდში ორი წელია ვარჯიშობს და „ვისლას“ ფორმით ერთი ოფიციალური მატჩიც აქვს ჩატარებული, მაგრამ ის შეკრებამდე გაუჩინარდა და შეკრებაზე ვერ მიჰყავთ.

საშემოდგომო ეტაპზე ჩატარებული 14 ტურის შემდეგ „ვისლამ“ 16 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-11 აგილზეა. აუტსაიდერ „პოდბესკიზეს“ 7 ქულით უსწრებს, მაგრამ ბოლო მეორე-მესამეადგილოსნებს მხოლოდ 3-3 ქულით და გადამწყვეტი ბრძოლები წინ აქვს.