მერებაშვილი გულშემატკივრებმა გამოარჩიეს - ქართველმა პირველობა და დრიფტი მოიგო
მერებაშვილი გულშემატკივრებმა გამოარჩიეს - ქართველმა პირველობა და დრიფტი მოიგო

გიორგი მერებაშვილი პლოცკისვისლას“ გულშემატკივრებმა გამოარჩიეს – საქართველოს ნაკრების 33 წლის შემტევი პოლონელებმა ნოემბრის თვეში გუნდის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

პლოცკელტა „ფეისბუქისა“ და „ტვიტერის“ ოფიციალურმა ვებგვერდებმა გამოკითხვა „ვისლას“ მთავარ სპონსორთან, კომპანია „ბუდმატთან“ ერთად ჩაატარეს.

„აღსანიშნავია, რომ მერებაშვილმა ნოემბერში მხოლოდ ორჯერ ითამაშა – „გურნიკთან“ და „ლეხთან“, ერთი ბურთი გაიტანა და 107 მატჩში 19 გოლით გუნდის ისტორიაში საუკეთესო ლეგიონერი ბომბარდირი გახდა, პლუს უცხოელებიდან პლოცკელების ფორმა ყველაზე მეტჯერ მოირგო“ – წერს „ვისლას“ ოფიციალური ვებგვერდი.

მერებაშვილმა სპონსორისგან მიიღო საჩუქარი – დრიფტი „ბუდმარტისგან“ და მაღაზიათა ქსელში სასაჩუქრე ბარათი. გიორგიმ ხმათა 40 პროცენტი დააგროვა, მეორეადგილოსანმა რიკარდინიომ 22 %, ხოლო მესამეზე ცეზარ სტეფანჩუკი 19 %-ით გავიდა.