„მერანში“ 16 წლის ფეხბურთელმა სადებიუტო მატჩი ჩაატარა
„მერანში“ 16 წლის ფეხბურთელმა სადებიუტო მატჩი ჩაატარა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე-5 ტურში თბილისის „მერანის“ შემადგენლობაში გორის „დილასთან“ სადებიუტო შეხვედრა გიორგი ხაბულიანმა ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ ხაბულიანი 16 წლისაა. ტანმაღალი (192 სმ) თავდამსხმელი საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების წევრია. თამაშობდა „საბურთალოს“ ასაკობრივ გუნდში, 2018 წელს კი ესპანეთში წავიდა, სადაც „ბარსელონას“ საფეხბურთო სკოლა „მეჩეტეში“ გამოდიოდა.

ხაბულიანი „დილასთან“ შეხვედრისას თბილისელთა შემადგენლობაში 58-ე წუთზე გამოჩნდა. გიორგი თბილისის „მერანის“ 18-კაციან განაცხადში პირველად წინა ტურში, ქუთაისის „ტორპედოსთან“ მატჩის დროს მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია. ახალგაზრდა თავდამსხმელი თბილისურ გუნდს საზაფხულო ტრანსფერების დროს შეუერთდა.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, შესაძლოა, დეკემბერში გიორგი ხაბულიანი ისევ უცხოეთში წავიდეს და პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმოს.