„მერანს“ ახალწვეული ჰყავს – ქურდაძის წარმატებული დებიუტი

12:29, 21.08.2020

მარტვილის „მერანმა“ 28 წლის ნახევარმცველთან, გიორგი ქურდაძესთან კონტრაქტი გააფორმა .

ქურდაძე თბილისის „ლოკომოტივში“, „გაგრაში“ და „ცხინვალში“ ასპარეზობდა, ბოლოს კი თბილისის „შევარდენი 1906“-ის ფეხბურთელი იყო.

გიორგი ქურდაძემ მარტვილის გუნდის რიგებში თავის გამოჩენა უკვე მოახერხა. სადებიუტო შეხვედრა მან „გაგრასთან“ ჩაატარა. 28 წლის ნახევარმცველი მოედანზე შეხვედრის 73-ე წუთზე შევიდა და სადებიუტო გოლით „მერანს“ ქულა მოუტანა.

მსგავსი