„მერანმა“ სეზონი მოგებით განაახლა, შარაშენიძემ - დუბლით (ვიდეო)
„მერანმა“ სეზონი მოგებით განაახლა, შარაშენიძემ - დუბლით (ვიდეო)

განახლებულ ეროვნულ ლიგა 2-ში მე-3 ტურის შეხვედრები გაიამართა – ერთი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა, მეორეში კი სტუმრებმა ივარგეს.

მარტვილის „მურთაზ ხურცილავა არენაზე“ „მერანმა“ დუშეთის „არაგვს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ანგარიში 73-ე წუთზე თემურ შარაშენიძემ გახსნა, რომელმაც 88-ე წუთზე დუბლი შეასრულა და „მერანის“ სასარგებლოდ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0. აღსანიშნავია, რომ მარტვილელთა თავდამსხმელმა ორივე შემთხვევაში ლევან წოწონავას პასით გაიტანა.

დავით პეტრიაშვილი – თბილისში, „დავით პეტრიაშვილი – არენაზე“ „ვიტ ჯორჯიამ“ „რუსთავი“ მიიღო და 1:2 დამარცხდა. ანგარიში სტუმრებმა 39-ე წუთზე ვლადისლავ ლიუბკოს გოლით გახსნეს. რუსთაველთა უპირატესობა გიორგი ხარებაშვილმა გაზარდა. „ვიტ ჯორჯიამ“ პრესტიჟის გოლი გაიტანა – 79-ე წუთზე პენალტით სხვაობა ზურაბ მუსელიანმა შეამცირა და საბოლოოდ, „ვიტ ჯორჯია“ 1:2 დამარცხდა.

მე-3 ტური 15 ივლისს, ბოლნისში დასრულდება – „თამაზ სტეფანია – არენაზე“ „სიონი“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლებს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.