„მერანმა“ ლიდერებთან ჩამორჩენა შეამცირა - ეროვნულ ლიგაში გადასვლისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა #1TVSPORT
„მერანმა“ ლიდერებთან ჩამორჩენა შეამცირა - ეროვნულ ლიგაში გადასვლისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში 23-ე ტური თბილისში გამართული შეხვედრებით დაიწყო. ეროვნულ ლიგაში გადასასვლელად ბრძოლა გამძაფრდა და ამ ტურმა ვითარება კიდევ უფრო დაძაბა.

მერანი თბ – გარეჯი 1:0

სპაერის“ სტადიონზე თბილისის „მერანმამეექვსეადგილოსან „გარეჯს“ უმასპინძლა და 3 ქულა მატჩის ბოლოს მოიპოვა. 78-ე წუთზე „გარეჯს“ ჯაბა კასრელიშვილმა გაუტანა. „მერანმა“ 30 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსანსპაერთან“ (32 ქულა) და მესამეადგილოსან მარტვილის „მერანთან“ (31) ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა.

ვიტ ჯორჯია – რუსთავი 1:1

გლდანის საფეხბურთო ცენტრში გამართულ აუტსაიდერთა შეხვედრაში ბანტუ მზვაკალმა „რუსთავი“ 48-ე წუთზე დააწინაურა. „ვიტ ჯორჯიამ“ ქულის გადარჩენა მოახერხა – 90+1-ე წუთზე სტუმართა კარი ამირან ძაგანიამ აიღო და გუნდს ქულა მოუტანა.

ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა 18 სექტემბერს გაიმართება. ლიდერი „შუქურა“ (38 ქულა) „სამტრედიას“ (24) ესტუმრება და თუ გუნდი გასვლაზე მართლა დუბლშემადგენლობით გაემგზავრება, როგორც წინასწარ გახდა ცნობილი, ეროვნულ ლიგაში გადასასვლელი ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბება.

სპაერი-მერანი (მ) 16:00

თბილისი. სპაერი

სამტრედია-შუქურა 16:00

სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე