„მერანმა“ „გაგრა“ დაამარცხა – „სიონი“ ისევ გალიდერდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2-ში 28-ე ტურის მატჩები გაიმართა, რომლის შედეგებმაც სატურნირო ცხრილში ცვლილებები კიდევ ერთხელ შეიტანა.
ვიტ ჯორჯია – ჩიხურა 1:0
შევარდენი 1906 – დინამო ზგ 4:1
გარეჯი – მერანი თბ 3:0
მერანი მრ – გაგრა 1:0
სიონი – რუსთავი 3:2
მარტვილის „მურთაზ ხურცილავა – არენაზე“ გამართული ტურის ცენტრალური შეხვედრის (მერანი – გაგრა) ბედი 66-ე წუთზე გადაწყდა. ზვიად სიხარულიას პასით გათამაშების ლიდერის კარი დათა წულაიამ აიღო და „მერანმა“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა
კონკურენტის მარცხით „სიონმა“ ისარგებლა, რომელმაც ბოლნისის „თამაზ სტეფანია – არენაზე“ „რუსთავს“ უმასპინძლა და პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობით დაწინაურდა. სტუმართა კარი გიორგი ივანიაძემ (15), ნიკა ხორხელმა (22) და დათა სიჭინავა (43-პენალტი) აიღეს.
„რუსთავმა“ მეორე ტაიმში გურამ ლუკავას (50) და პაატა კიტეიშვილის (65) გოლებით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ ბოლნისელებმა გამარჯვება ხელიან არ გაუშვეს და ეროვნული ლიგა 2-ში ლიდერობა დაიბრუნეს.
| გუნდი | თ | ქ |
| 1. სიონი | 28 | 63 |
| 2. გაგრა | 28 | 61 |
| 3. მერანი მრ. | 28 | 49 |
| 4. გარეჯი | 28 | 45 |
| 5. მერანი თბ. | 28 | 39 |
| 6. შევარდენი | 27 | 34 |
| 7. დინამო ზგ. | 28 | 32 |
| 8. ჯორჯია | 28 | 30 |
| 9. რუსთავი | 28 | 27 |
| 10. ჩიხურა | 27 | 6 |