„მერანმა“ 16 წლის თავდამსხმელი ესპანეთის აკადემიიდან დაიმატა
„მერანმა“ 16 წლის თავდამსხმელი ესპანეთის აკადემიიდან დაიმატა

16 წლის გიორგი ხაბულიანი თბილისის „მერანში“ ითამაშებს – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ახალგაზრდა თავდამსხმელი თბილისურ კლუბს „ბარსელონადან“ შეუერთდა, სადაც მარჩეტის აკადემიის გუნდში ვარჯშობდა. ეს ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯარაში“ თბილისის „მერანის“ პირველი ტრანსფერია.

გიორგი 16 წლისაა და ესპანეთში გადასვლამდე „საბურთალოში“ თამაშობდა. არის საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი, რომელსაც ზურაბ ხიზანიშვილი ავარჯიშებს. გიორგი ნაკრებში შედეგიანი თამაშით გამოირჩეოდა. საინტერესოა, რომ ეს 16 წლის ბიჭი ასაკისთვის უჩვეულოდ ტანმაღალია (192 სმ)

გიორგი თბილისში პანდემიის დროს ჩამოვიდა და „მერანთან“ ერთად სეზონისთვის სრული დატვირთვით ემზადება. მცირე ხნის წინ, გუნდი 29 წლის გამოცდილ თავადმსხმელს, გიორგი ნიქაბაძეს შეელია, რომელიც ბათუმის „დინამოში“ გადავიდა.

ეროვნულ ლიგაში გამართული ორი ტურის შემდეგ, „მერანმა“ ლიდერებთან 2 ქულა დააგროვა. გუნდი სეზონს გათამაშების ლიდერ „ლოკომოტივთან“ მატჩით განაახლებს, რომელიც 26 ივნისს დაიგეგმა.