მიქაბაძის პოკერი, სამტერდიელთა წარმატება და გაფუჭებული პენალტები, ტრადიციული გუნდების მორიგი ჩავარდნა – ასეთი იყო „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2“-ში 24-ე ტურის მატჩების მთავარი მოვლენები.
ტური პირველ შეხვედრას ლანჩხუთის „ევგრაფი შევარდნაძე-არენამ“ უმასპინძლა, სადაც „გურიამ“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და ანგარისით 0:2 დამარცხდა. 27-ე წუთზე გიორგი კალანდიამ ანგარიში გახსნა, ხოლო საბოლოო შედეგი 54-ე წუთზე ამირან აბუსელიძე დააფიქსირა.
თბილისში, მუხიანის სპორტულ კომპლექსში „ცხინვალი“ „ზუგდიდს“ დაუპირისპირდა – სტუმრები 43-ე წუთზე ირაკლი კლიმიაშვილმა დააწინაურა. თუმცა მასპინძლებმა 58-ე წუთზე ნიკოლოზ გაბრიჩიძის გოლით ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო 74-ე წუთზე ზვიად ლობჯანიძემ „ცხინვალს“ გამარჯვება მოუტანა 2:1.
„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ „შევარდენი 1906“ თბილისის „მერანს“ შეხვდა და პირველი ნახევარი 2:1 მოიგო: სტუმართა თავდამსხმელის, გიორგი ნიქაბაძის პენალტს იუნკრებმა რუდოლფ სუხომლინოვისა (19) და ევგენი ჩეპურნენკოს (36) ზუსტი დარტმებით უპასუხეს და შესვენებამდე ანგარისით 2:1 დაწიანურდნენ. მაგრამ 55-ე, 63-ე და 86-ე წუთებზეე გიორგი მიქაბაძემ „შევარდენს“ კიდევ სამი გოლი გაუტანა, პოკერი შეასრულა და გათამაშების ლიდერმა „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ მოსახვედრად მორიგი ნაბიჯი გადადგა – 2:4. ნიქაბაძე ლიგის ბომბარდირთა დავაში 20 გოლით პირველ ადგილზეა და მეორე ადგილზე მყოფ გურამ სამუშიას (12 გოლი) დიდი უპირატესობით უსწრებს.
„სამტრედიამ“ „ეროსი მანჯგალაძეზე“ „კოლხეთი 1913“ მიიღო და დამაჯერებლად დაამარცხა – 3:0. ზურაბ ღირდალაძემ (11, 90) დუბლი შეასრულა, მესამე გოლი კი ნიჯატ ყურბანოვის (45) ანგარიშზეა. „სამტერდიელთა“ უპირატესობა უფრო სოლიდური იქნებოდა, მაგრამ მასპინძლებმა ორი პენალტი ვერ გამოიყენეს: 61-ე წუთზე საჯარიმოთი შოთა კერძევაძემ ვერ ისარგებლა, ხოლო 68-ე წუთზე – ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა გოგიტა გოგუამ.
24-ე ტური თელავში, „გივი ჩოხელი-არენაზე“ გამართული მატჩით დასრულდა, სადაც „თელავმა“ „გაგრა“ ანტონ თოლორდავასა (17) და იაროსლავ კვასოვის (59) გოლებით ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
ჩემპიონატის დასრულებამდე 12 ტურით ადრე თბილისის „მერანი“ 58 ქულით ლიდერობს, „სამტრედია“ მეორეზეა (50), ხოლო „თელავი“ (42) „შევარდენი 1906“-ს (42) წამოეწია და „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ გადასვლისთვის იბრძვის. რაც შეეხებათ აუსტაიდერებს, 14-14 ქულით მეცხრე-მეათე ადგილებზე ფოთის „კოლხეთი 1913“ ლანჩხუთის „გურია“ არიან.