„მერანი“ ცალი ფეხით ეროვნულ ლიგაშია, ნიქაბაძე კი ისევ საუკეთესოა (ვიდეო)

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში 31-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ჯერაც უცნობია, ვინ დაწინაურდება ეროვნულ ლიგაში და ლიგა 3-ში ვინ დაქვეითდება.

თბილისში, მუხიანის სპორტულ კომპლექსში „გაგრამ“ ლანჩხუთის „გურიას“ უმასპინძლა და გიორგი ქობულაძისა (39) და ლაშა მანაგაძის(87. პენალტი) გოლებით 2:0 დაამარცხა.

„ფაზისის“ სტადიონზე ყველაზე ძველი ქართული გუნდების დაპირისპირება გაიმართა: ფოთის „კოლხეთი 1913“-მა თბილისის „შევარდენი 1906“-ს უმასპინძლა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა 0:0. 61-ე წუთზე მასპინძლები კაცნაკლულები დარჩნენ: მთავარმა არბიტრმა მოედნიდან ნიკა კირკიტაძე გააძევა.

„ეროსი მანჯგალაძეზე“ „სამტრედიამ“ „თელავი“ მიიღო და 2:0 სძლია. სტუმართა კარი ჯერ ზურაბ ღირდალაძემ (17) აიღო, ხოლო მეორე ტაიმში მისი გადაცემით გურამ სამუშიამ (54) საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. თელაველებს შანსი ჰქონდათ, მაგრამ ირაკლი რუხაძემ (57) პენალტი ვერ გამოიყენა.

ყველაზე დიდი ანგარიშით ქობულეთის „შუქურამ“ გაიმარჯვა, რომელმაც „ცხინვალი“ 6:0 დაამარცხა. ეს მატჩიც „ფაზისზე“ გაიმართა – ამირან აბუსელიძემ (11, 88) და ომარ ბულუხაძემ (50, 64) დუბლი შეასრულეს, ხოლო ერეკლე ლებანიძემ (54) და გიორგი ჭანუყვაძემ (83) 1-1 გაიტანეს.

სპაერის“ სტადიონზე გათამაშების ლიდერმა, თბილისის „მერანმაპლაი აუტის ზონაში მყოფი „ზუგდიდი“ 3:1დაამარცხა. მასპინძელთა გოლების ავტორები არიან ბექა გაბისკირია (47), გიორგი ნიქაბაძე (54) და გიორგი მიქაბერიძე (73), სტუმართაგან ერთად-ერთი ზუსტი დარტყმა 89-ე წუთზე გუნდის კაპიტნის, ლუკა გუიგუჩიას ანგარიშზეა.

აღსანიშნავია, რომ ამ ტურში მეთერთმეტე „მშრალი“ თამაში ჩაატარა „სამტრედიის“ მეკარე კოკა სეფიაშვილმა, ხოლო „მერანის“ თავდამსხმელს, გიორგი ნიქაბაძეს 25 გოლი დაუგროვდა და ლიგა2-ის ბომბარდირი გახდება, რადგან ბევრად ნაკლები გაიტანეს მისმა კონკურენტებმა – ასევე „მერანის“ ფეხბურთელმა იაგო დეისაძემ (16) და „თელავის“ ფეხბურთელმა ირაკლი რუხაძემ (14).

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილი

1. მერანი თბ 77

2. სამტრედია 66

3. თელავი 51

4. შევარდენი 49

5. შუქურა 42

6. გაგრა 35

7. ზუგდიდი 31

8. ცხინვალი 30

9. გურია 27

10. კოლხეთი 21