მერაბ გიგაური ტურის სიმბოლურშია
მერაბ გიგაური ტურის სიმბოლურშია

მერაბ გიგაური აზერბაიჯანის პრემიერლიგის მეხუთე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – ინფორმაციას ტურნირის ორგანიზატორის, აზერბაიჯანის პროფლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

დავით ვოლკოვისა და მერაბ გიგაურის „გაბალა“ მეექვსე ტურში ლიგის ერთ-ერთ ლიდერს, „საბაილს“ დაუპირისპირდა და ქულა აართვა 1:1. ამ შეხვედრაში მოედანზე საუკეთესო 26 წლის ქართველი ფეხბურთელი იყო. სტუმრებმა ერთადერთი გოლი მისი განვითარებული შეტევით გაიტანეს.

აზერბაიჯანის პროფლიგა მოთამაშეებს საერთაშორისო პროგრამა InStat Sport–ის სტატისტიკური მაჩვენებლების საფუძველზე აფასებს, ქართველ საყრდენს ნახევარმცველს კი თავის პოზიციაზე საუკეთესო შეფასება აღმოაჩნდა.

მერაბ გიგაური „გაბალაში“ ზაფხულში ქუთაისის „ტორპედოდან“ გადავიდა, აზერბაიჯანის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში კი პირველად მოხვდა.