მერაბ გიგაური - „ტორპედოს“ ეროვნულ ლიგაშიც და ევროთასებზეც დიდი მიზნები აქვს #1TVSPORT
მერაბ გიგაური - „ტორპედოს“ ეროვნულ ლიგაშიც და ევროთასებზეც დიდი მიზნები აქვს #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ კაპიტანმა მერაბ გიგაურმა მოსამზადებელი ეტაპი შეაფასა:

„შეკრებით კმაყოფილი ვარ. ტაქტიკასა და ფიზიკურ მომზადებაზე ვიმუშავეთ. ახალი მთავარი მწვრთნელი გვყავს, რომელმაც თავისი მოთხოვნები და სამუშაო გეგმა გაგვაცნო, ასევე ბევრი ფეხბურთელი დაგვემატა. შეიძლება ითქვას, რომ მოთამაშეებმა და სამწვრთნელო სტაფმა ერთმანეთს იდეალურად გავუგეთ. ეროვნულ ლიგაში „გაგრასთან“ პირველ ტურის შეხვედრისთვის სრული სერიოზულობით ვემზადებით.

რა თქმა უნდა, „ტორპედოს“ დიდი მიზნები აქვს – ეროვნულ ლიგაში მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონობას ვგეგმავთ, წარმატების მიღწევას ევროთასებზეც შევეცდებით.

ახალი ფეხბურთელები გუნდს კარგად შეეწყვნენ, სათამაშო სქემები დავამუშავეთ და ამიტომაც ვამბობ, რომ შეკრებამ ნაყოფიერად ჩაიარა“.