მერაბ გიგაური - საქართველოდან არავინ დამკავშირებია, ზარს ისევ აზერბაიჯანიდან ველოდები #1TVSPORT
მერაბ გიგაური - საქართველოდან არავინ დამკავშირებია, ზარს ისევ აზერბაიჯანიდან ველოდები #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილ ნახევარმცველს, მერაბ გიგაურს აზერბაიჯანულ „შამახთან“ (ყოფილი „კეშლა“) კონტრაქტი დაუსრულდა, მალე კი ახალ გუნდში ჩაირიცხება – ამის შესახებ ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი აგენტი გავხდი. „შამახი“ ახალ კონტრაქტს მთავაზობს. ხელის მოწერას არ ვჩქარობ, რადგან გუნდში ხელმძღვანელობა შეიცვალა და დაველოდები, ისინი როგორ პოზიციას დაიკავებენ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან მერაბ გიგაურმა.

29 წლის ფეხბურთელის თქმით, მას ვარიანტები აზერბაიჯანში აქვს: 

„მენეჯერი ყოველდღიურად მიკავშირდება და როგორც მითხრა, კონტრაქტს კიდევ ორი გუნდი მთავაზობს. საქართველოდან არც ერთი გუნდი არ გამოჩენილა. ჯერ მხოლოდ აზერბაიჯანის გუნდები დაინტერესდნენ“.

ქუთაისის „ტორპედოდან“ მერაბ გიგაური ჯერ „გაბალაში“ გადავიდა, შემდგე კი კარიერა ასევე აზერბაიჯანულ „შამახში“ გააგრძელა. გამოცდილი ნახევარმცველი იყო ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი, ერთხელ კი ეროვნულ გუნდშიც უთამაშია.