მერაბ დვალიშვლის მეორე მარცხი, ბონუსი და UFC-ის გადაწყვეტილება

15:38, 22.04.2018

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მეორე შეხვედრა  გამართა და კვლავ დამარცხდა, თუმცა მსაჯების გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მერაბმა, რომელიც აუტსაიდერად ითვლებოდა, მეტოქეს სამივე რაუნდი დიდი უპირატესობით მოუგო, თუმცა შეხვედრის ბოლო წუთზე მისივე დაწყებული ილეთი რიკი სიმონმა გააგრძელა და ე.წ. “გილიოტინა” შეასრულა. დვალიშვილი ბრძოლის დასრულებამდე მოძრაობდა და მსაჯი ხედავდა, რომ მას გონება დაკარგული არ ჰქონდა, თუმცა ქართველმა მებრძოლმა დაპირისპირების დამთავრებისთანავე ფეხზე წამოდგომა ვერ მოახერხა. შეხვედრის მსაჯებმა გადაწყვიტეს, რომ მან გონება ბრძოლის დასრულებამდე დაკარგა და გამარჯვება (ტექნიკური ნოკაუტით) დებიუტანტ საიმონს ერგო.

https://twitter.com/UFCONFOX/status/987868805887016960

ბრძოლას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. UFC-ის მებრძოლების დიდი ნაწილი თვლიდა, რომ გამარჯვებას მერაბი იმსახურებდა და თუკი სპორტსმენი ბოლო წამამდე გაძლებს, მას ტექნიკური ნოკაუტით მარცხი არ უნდა ჩაუთვალონ.

https://twitter.com/KyleBochniak/status/987868528341667842

თავად მერაბ დვალიშვილი მსაჯების გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა – “გამარჯობა ჩემო მეგობრებო, ძალიან კარგი ამბავი მაქვს, რომ ჩემს და რიკი საიმონს შორის “რემატჩი” (განმეორებითი შეხვედრა) შედგება. UFC-ის პრეზიდენტმა (დანა ვაითი) დამირეკა, კომპანიის მენეჯერს, შონ შელბის პირადად ვესაუბრე და ღამის საუკეთესო ბრძოლად დაასახელეს ჩემი და საიმონის დაპირისპირება, შესაბამისად 50,000$ ბონუსი მოვიგე, რომელიც მხოლოდ მე მერგო. ცხოვრებაში პირველად წახალისება და სტიმული მომცეს თან ასეთი. ახლა უკვე დავიმსახურე ექვს წლიანი ემიგრაციაში ცხოვრების შემდეგ პირველად საქართველოში დაბრუნება, ჩემი ოჯახის ნახვა და ჩახუტება.  ახლა უკვე აღარ მომიწევს სპორტის პარალერულად მშენებლობაზე მუშაობა და მხოლოდ სპორტს დაუთმობ მთელს დროს და ბოლომდე, კარგად მივიყვან ამ ჩემს დაწყებულ საქმეს.”

https://www.facebook.com/merabi.dvalishvili/posts/1919933151412520

მსგავსი