მერაბ დვალიშვილმა „საღამოს საუკეთესო პერფორმანსის“ ბონუსი მიიღო #1TVSPORT
მერაბ დვალიშვილი UFC 316-ზე გამართული საჩემპიონო ბრძოლის შემდეგ „Performance of the Night“-ის, ანუ „საღამოს საუკეთესო პერფორმანსის“ ბონუსით დაჯილდოვა.
ქართველმა მებრძოლმა შონ ო’მალის რევანშის შანსი არ დაუტოვა და მესამე რაუნდში მახრჩობელა ილეთით გაიმარჯვა. UFC-ს ორგანიზატორებმა მისი ასპარეზობა საღამოს საუკეთესო გამოსვლად შეფასეს და ის დამატებით 50 000 დოლარს მიიღებს.
მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 24 შეხვედრის შემდეგ 20 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს. ეს მოგება მისთვის ზედიზედ მე-13 იყო. ამ მაჩვენებლით ის ხაბიბ ნურმაგომედოვს, დემეტრიუს ჯონსონს, ჯორჯ სენ პიერს, მაქს ჰოლოუეისა და ჯონ ჯონსს გაუთანაბრდა. მათზე მეტი შეხვედრა ზედიზედ მხოლოდ კამარუ უსმანს, ისლამ მახაჩევსა (15) და ანდერსონ სილვას (16) აქვთ მოგებული.
ბოლოს ქართველი მებრძოლი 2018 წელს დამარცხდა, მას შემდეგ კი სუპერსმუბუქი წონის ქამრისკენ მიმავალ გზაზე UFC-ს ოთხ ყოფილ ჩემპიონს სძლია.