მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ეგიდით ფრენკი ედგარი დაამარცხა #1TVSPORT
მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ეგიდით ფრენკი ედგარი დაამარცხა #1TVSPORT

მერაბ დვალიშვილმა ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში ფრენკი ედგარი 12:1 დაამარცხა.

აღნიშნული შეხვედრა დვალიშვილისთვის ამ ორგანიზაციაში სადებიუტო იყო. იგი დაპირისპირების მანძილზე უდიდეს უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს შანსი პრაქტიკულად არ ჰქონია.

გამარჯვების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა UFC-ში თავისი ყოფილი მეტოქე, ოლიმპიური ჩემპიონი ჰენრი სეხუდო გამოიწვია.

RAF 09-ის ეგიდით თავისი შეხვედრა გამართა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა, გივი მაჭარაშვილმა. ქართველი სპორტსმენი ოლიმპიურ ჩემპიონ კაილ სნაიდერთან 0:10 დამარცხდა.

მაჭარაშვილმა ბრძოლის დროს ტრავმა მიიღო, რამაც თავისი უნარების სრულად გამოვლენაში ხელი შეუშალა.