მერაბ დვალიშვილმა კორი სენდჰეგენთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა #1TVSPORT
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის მორიგი საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა.
5 ოქტომბერს ლას ვეგასში 34 წლის ქართველი მებრძოლი ამერიკელ კორი სენდჰეგენს შეხვდება.
აწონვების ოფიციალური ცერემონიის დროს დვალიშვილმა 61 კგ დააფიქსირა, ხოლო სენდჰეგენის წონა 60.7 კგ იყო. მაქსიმალური დასაშვები წონა 61.2 კგ-ია.
დვალიშვილს UFC-ში ზედიზედ 13 შეხვედრა აქვს მოგებული. მან სუპერმსუბუქი (61კგ) დივიზიონის ქამარი 2024 წლის სექტემბერში შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა, ხოლო მიმდინარე წელს ტიტული ორჯერ დაიცვა.
სენდჰეგენთან გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი ალჯამეინ სტერლინგს გაუთანაბრდება, რომელმაც აღნიშნულ წონაში ქამრის დაცვა სამჯერ მოახერხა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.