მერაბ დვალიშვილმა ხელზე ოპერაცია გაიკეთა - ვეცდები, სწრაფად დავბრუნდე #1TVSPORT
მერაბ დვალიშვილმა ხელზე ოპერაცია გაიკეთა - ვეცდები, სწრაფად დავბრუნდე #1TVSPORT

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა მარჯვენა ხელის მტევანზე ოპერაცია გაიკეთა. 32 წლის სპორტსმენმა საავადმყოფოდან ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ სწრაფად დაბრუნებას ეცდება.

„ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ვეცდები, სწრაფად დავბრუნდე“, – წერს დვალიშვილი.

სუპერმსუბუქი წონის პირველმა ნომერმა, მერაბ დვალიშვილმა ხელი მარტში, პიოტრ იანთან ბრძოლის წინ დაიზიანა. მიუხედავად ტრავმისა, მან რუსი სპორტსმენი ხუთრაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა.

დვალიშვილმა საავადმყოფოდან ასევე მიმართა ჰენრი სეხუდოს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ტიტულისთვის ალჯამეინ სტერლინგთან იბრძოლა, დამარცხდა და შემდეგ ქართველი გამოიწვია. მერაბი თანახმაა, დაბრუნების შემდეგ ამერიკელთან იბრძოლოს.