მერაბ დვალიშვილმა ჯონ დოდსონი დაამარცხა | UFC 252
LAS VEGAS, NEVADA - AUGUST 15: Merab Dvalishvili of Georgia reacts after his decision victory over John Dodson in their bantamweight bout during the UFC 252 event at UFC APEX on August 15, 2020 in Las Vegas, Nevada. (Photo by Jeff Bottari/Zuffa LLC)
„აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის“ (UFC 252) მორიგ ღონისძიებაზე ქართველი ქვემსუბუქწონოსანი (Bantamweight) მერაბ დვალიშვილი წონის მე-12 ნომერ გამოცდილ ჯონ დოდსონს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად, მსაჯთა ერთხმა გადაწყვეტილებით (30-27) დაამარცხა.
THE MACHINE! 🤖@MerabDvalishvil continues to dominate w/ a 30-27 scorecard! #UFC252 pic.twitter.com/5EZcxnEEQO
— UFC (@ufc) August 16, 2020
დოდსონმა წინა ბრძოლა თებერვალში გამართა და ნათანიელ ვუდს მოუგო. მანამდე გამოცდილმა ვეტერანმა ზედიზედ ორი ბრძოლა კარიერაში პირველად დათმო და დღეს განსაკუთრებით მოტივირებული იყო. მერაბმა ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებული პირველი ორი ბრძოლა ფრენკი საენზთან და რიკი საიმონთან, მსაჯთა საკამათო გადაწყვეტილებების შედეგად დათმო, თუმცა შემდეგ ზედიზედ ოთხი გამარჯვება მოიპოვა და დღეს ფავორიტად მიიჩნეოდა.
შეიძლება ითქვას, რომ მერაბმა მასზე გაცემული ავანსი სრულად გაამართლა და მეტოქეს სამივე რაუნდში აჯობა. ქართველს ბრძოლის პარტერში გადაყვანის 20 მცდელობა ჰქონდა, რომლიდანაც ორი წარმატებით დაასრულა. მერაბს დიდი უპირატესობა ჰქონდა ახლო ბრძოლაში (კლინჩში) და დარტყმების დიდი რაოდენობაც სწორედ ამ კომპონენტში ბრძოლისას დააგროვა.

ბრძოლის შემდგომ ინტერვიუში მერაბმა განაცხადა, რომ შემდეგ მეტოქედ ორგანიზაციის ამომავალ ვარსკვლავ შონ ო’მალის ისურვებდა – „წარმატებას ვუსურვებ შონ ო’მალის. ის კარგი მებრძოლია. მომდევნო დაპირისპირების გამართვა სწორედ მის წინააღმდეგ მსურს.“
ქართველმა მებრძოლმა ქვემსუბუქ წონაში მეტოქის წაქცევის რეკორდი ორჯერ დაამყარა კეისი კენისთან (12) და გუსტავო ლოპეზთან (13) ბრძოლებისას. მერაბმა ზედიზედ მეხუთედ გაიმარჯვა და წონის მე-15 ნომრიდან რეიტინგში აუცილებლად წაიწევს. დვალიშვილი „აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის“ ქამარს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა და მომდევნო ბრძოლას, სავარაუდოდ, წონის ელიტარულ მებრძოლთან გამართავს.