მერაბ დვალიშვილმა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) მეოთხე გამარჯვება მოიპოვა
მერაბ დვალიშვილი აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მორიგ ღონისძიებაზე დებიუტანტ გუსტავო ლოპესს დაუპირისპირდა, რომელიც ორგანიზაცია „კომბატ“-ის ჩემპიონი იყო (11 გამარჯვება, 4 მარცხი).
მერაბი სამივე რაუნდის მანძილზე დომინირებდა და მეტოქეს მარტივად მოუგო (30:26; 30:26; 30:25). ამასთან, მან ლოპესის წაქცევა 13-ჯერ მოახერხა და „თეიქდაუნების“ რაოდენობაში დამყარებული საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.
3️⃣0️⃣-2️⃣6️⃣
3️⃣0️⃣-2️⃣6️⃣
3️⃣0️⃣-2️⃣5️⃣THE MACHINE – @MerabDvalishvil! #UFCVegas2 pic.twitter.com/ClBq38Bp5z
— UFC (@ufc) June 14, 2020
შეგახსენებთ, რომ ქართველს რეი ბორგთან უნდა ებრძოლა, თუმცა ამერიკელმა დაპირისპირებაზე უარი ოჯახური მდგომარეობის გამო განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი მისი შვილის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობა იყო.
მერაბმა UFC-ში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. მატჩის შემდგომ ინტერვიუში მან დივიზიონის ამომავალ ვარსკვლავ შონ ო’მალისთან დაპირისპირება და აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ღონისძიების საქართველოში გამართვა ისურვა.