მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი – UFC-მ უკვე გვაცნობა, რომ შემდეგ ბრძოლას ტიტულისთვის გავმართავთ #1TVSPORT
მერაბ დვალიშვილის მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვუდმა UFC-ს ყოფილი ქართველი ჩემპიონის მომავალი ბრძოლის შესახებ ისაუბრა.
ვუდის თქმით, ქართველი შემდეგ შეხვედრას ორგანიზაციის სუპერმსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის მოქმედ ჩემპიონთან, პიოტრ იანთან ჩაატარებს.
„დღევანდელი მდგომარეობით, თუ პიოტრმა არ გადაიფიქრა, ჩვენი მომავალი ჩხუბი საჩემპიონო ქამრისთვის შედგება. UFC-მ ეს უკვე დაგვიდასტურა და საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია – რა თქმა უნდა, იმ ფარგლებში, რა გარანტიებზეც ამ სპორტში შეიძლება საუბარი.
ცხადია, ნებისმიერ წამს შეიძლება რაღაც შეიცვალოს, რადგან საბოლოოდ მაინც ორგანიზაციისა და მენეჯერების გადაწყვეტილებებზე ვართ დამოკიდებული. თუმცა, ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, 99%-იანი შანსია, რომ მომდევნო ბრძოლაში სწორედ პიოტრ იანს დავუპირისპირდებით“, – ამბობს ჯონ ვუდი.
მერაბ დვალიშვილი UFC-ს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი 2024 წლის სექტემბრიდან 2025 წლის დეკემბრის ჩათვლით იყო. მან ქამარი შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიგო და სამჯერ დაიცვა. ქართველმა მებრძოლმა ქამარი პიოტრ იანთან შეხვედრაში დათმო.