მერაბ დვალიშვილის მეტოქე და ბრძოლის თარიღი ცნობილია
მერაბ დვალიშვილის მეტოქე და ბრძოლის თარიღი ცნობილია

მერაბ დვალიშვილი 2020 წლის 15 თებერვალს, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგ საბრძოლო ღამეს (UFC 167-ზე) თავის მორიგ დაპირისპირებას ქეისი კენის წინააღმდეგ გამართავს. ამის შესახებ მებრძოლმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე განაცხადა.

დვალიშვილის მოწინააღმდეგე აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატზე bantamweight დივიზიონის რეიტინგის მე-14 ნომერია, მას UFC-ში ორიდან ორი ბრძოლა აქვს მოგებული, მთლიანად კარიერაში კი 13 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს.

28 წლის ამერიკელმა ბოლო ბრძოლა აგვისტოში ჩაატარა, მომდევნო დაპირისპირებას კი 6-მატჩიანი მოგებათა სერიით ხვდება. რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, ქართველმა მებრძოლმა ბოლოს 6 მაისს ბრედ კატონა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

უნდა აღინიშნოს, რომ 28 წლის ქართველმა ბოლოს სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა და ვერცხლის მედალი მოიგო.