მერაბ დვალიშვილი - ყველამ ვიცით, რომ პიოტრ იანი ძალიან სახიფათო მებრძოლია #1TVSPORT
მერაბ დვალიშვილი - ყველამ ვიცით, რომ პიოტრ იანი ძალიან სახიფათო მებრძოლია #1TVSPORT

12 მარტს UFC Vegas 71-ის ღონისძიების მთავარი ბრძოლა მერაბ დვალიშვილსა და რუს პიოტრ იანს შორის შედგება. შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველმა მეტოქის ძლიერი მხარეების შესახებ ისაუბრა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია:

„ყველამ ვიცით, რომ პიოტრ იანი დიდებული მებრძოლია, ის ყოფილი ჩემპიონი და ძალიან საშიში მოწინააღმდეგეა. მას სუსტი წერტილები, პრაქტიკულად, არ გააჩნია. ძალიან კარგია თავდაცვის დროს, აქვს შესანიშნავი შეტევითი დარტყმები, კარდიო და საჭიდაო უნარები, თუმცა, ვფიქრობ, თავმდაბალი და კარგი ადამიანი არაა. ეს ბრძოლა ჩემს კარიერაში ყველაზე რთული იქნება.

ძალიან მსურს, ნოკაუტით მოვიგო, თუმცა თუ ეს ასე არ მოხდა, ბევრს არ ვინერვიულებ, მთავარია გამარჯვება და მეთოდს მნიშვნელობა არ აქვს.

იანთან გამარჯვების შემდეგ მხოლოდ საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლას დავთანხმდები, თუ ამ დროისთვის ჩემს მეგობარ ალჯამეინ სტერლინგს წონა შეცვლილი ექნება. თუ ალჯო ჩვენს წონაში დარჩება, მაშინ სხვა ოპონენტს დავუპირისპირდები ან წონას დავიკლებ და ქვედა დივიზიონში ვიბრძოლებ“, – ამბობს დვალიშვილი.

ქართველი მებრძოლი პიოტრ იანთან ბრძოლას ზედიზედ 8 გამარჯვებით ხვდება. ამჟამად დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის პრეტენდენტებს შორის მე-3 ადგილს იკავებს, ხოლო იანი რეიტინგში მეორეა.