მერაბ დვალიშვილი - UFC-ში შემდეგ შეხვედრას აპრილში ან ივნისში ჩავატარებ #1TVSPORT
UFC-ს სუპერმსუბუქი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა Combat Cross Southern-თან თავისი სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
როგორც მერაბი ამბობს, ის ორგანიზაციაში მორიგ ბრძოლას მიმდინარე წლის აპრილში ან ივნისში ჩაატარებს. დვალიშვილის თქმით, მისი და UFC-ს გეგმები მომავალ მეტოქესთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა.
„უმარ ნორმაგომედოვმა მარცხს უამრავი გამართლება მოუძებნა, ეს მარტივი გზაა. ვფიქრობ, უმჯობესია, თავის შეცდომებზე ისწავლოს და უკეთესი გახდეს. ამ რეკომენდაციას მას პატივისცემით მივცემდი. მე ქამარი შევინარჩუნე და ახლა უფრო მონდომებული და მოტოვირებული ვარ.
ჩემი და UFC-ს გეგმები ერთმანეთს ემთხვევა. მსურს, მომდევნო შეხვედრა შონ ო’მალისთან ან პიტერ იანთან ჩავატარო. ბრძოლას აპრილში ან ივნისში გავმართავ. კონტრაქტს ველოდები და რასაც UFC გადაწყვეტს, იმის მიხედვით ვიმოქმედებ. მზად ვარ, გულშემატკივრებს ისევ კარგი შეხვედრა ვაჩვენო“, – განაცხადა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი 2024 წლის სექტემბერში შონ’ომალის დამარცხებისთვის მიიღო, ხოლო ტიტული 2025 წლის იანვარში უმარ ნურმაგომედოვთან შეხვედრაში შეინარჩუნა.