მერაბ დვალიშვილი UFC-ს ღონისძიების საქართველოში ჩატარებაზე - დავიწყეთ მუშაობა და საქმე დაიძრა #1TVSPORT
მერაბ დვალიშვილი UFC-ს ღონისძიების საქართველოში ჩატარებაზე - დავიწყეთ მუშაობა და საქმე დაიძრა #1TVSPORT

UFC-ს სუპერმსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. 34 წლის მებრძოლი სამშობლოში ამერიკელ შონ ო’მალისთან გამარჯვების შემდეგ ჩამოვიდა.

ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე დვალიშვილმა რამდენიმე თემაზე ისაუბრა, მათ შორის შონ ო’მალისთან ბრძოლაზე, სამომავლო გეგმებსა და UFC-ს ღონისძიების საქართველოში ჩატარებაზე.

„მჯეროდა, რომ ვადამდელ გამარჯვებას მოვიპოვებდი. ვფიქრობდი, რომ ეს მიწაზე დარტყმებით გამომივიდოდა, მაგრამ მახრჩობელა ილეთით გავიმარჯვე. ისეთი მახრჩობელა ილეთი იყო, საიდანაც ვერ გაიქცეოდა. ამ შეხვედრისთვის მომზადებამ ჩვეულ ტემპში ჩაიარა, დილიდან ვვარჯიშობ, ვიღლები, ვისვენებ და შემდეგ ისევ ვვარჯიშობ. სამი თვე დიეტაზე ვიყავი და განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. მწვრთნელის მითითებები ძალიან მეხმარება.

მეორე წონაში გამოსვლას არ ვაპირებ. თითოეული შეხვედრისთვის დაახლოებით 10 კილოგრამის დაკლება მიწევს, რაც ძალიან რთულია, თუმცა მირჩევნია, ეს გავაკეთო და ჩემს წონაში დავრჩე. თუ სუპერბრძოლას შემომთავაზებენ, ამ შემთხვევაში დავფიქრდები, თუმცა ისე ამის გაკეთებას არ ვაპირებ.

UFC-ს ღონისძიების საქართველოში ჩატარებას რაც შეეხება, ჩემი მენეჯერი დენი აქ არის, ამასთან დაკავშირებით შეხვედრები გვქონდა. დავიწყეთ მუშაობა და საქმე დაიძირა“, – განაცხადა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა UFC-ს სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა. ქართველ მებრძოლს ორგანიზაციაში ზედიზედ 13 გამარჯვება აქვს.