მერაბ დვალიშვილი საქართველოშია [ვიდეო] #1TVSPORT

11:09, 11.06.2025

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია.

34 წლის ქართველმა მებრძოლმა საჩემპიონო ქამარი 8 ივნისს ამერიკელი შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ დაიცვა.

დვალიშვილი საქართველოში საკუთარ მწვრთნელთან, ჯონ ვუდთან ერთად ჩამოვიდა და როგორც განაცხადა, სამშობლოში ერთ კვირას დაჰყოფს. შემდეგ ის აზერბაიჯანში გადაინაცვლებს, სადაც ბაქოში გასამართ UFC-ს ღონისძიებას დაესწრება.

მერაბ დვალიშვილი აეროპორტიდან რიყის პარკში გაემგზავრა, სადაც გულშემატკივრებს შეხვდება.

მსგავსი