მერაბ დვალიშვილი ნეაპოლშია - ის „მილანთან“ მატჩში კვარაცხელიას უგულშემატკივრებს #1TVSPORT
მერაბ დვალიშვილი ნეაპოლშია - ის „მილანთან“ მატჩში კვარაცხელიას უგულშემატკივრებს #1TVSPORT

UFC-ის ცნობილი ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ნეაპოლში ჩავიდა, რათა „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში „ნაპოლისა“ და მის ქართველ თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას უგულშემატკივროს, – ინფორმაციას იტალიური გამოცემა ilmattino ავრცელებს.

„ნეაპოლში ცნობილი და პატივსაცემი სპორტსმენი, UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ჩამოვიდა. ის ქალაქშია და ოთხშაბათამდე დარჩება, რათა ჩემპიონთა ლიგაზე „მილანთან“ მატჩს დაესწროს  და მხარი დაუჭიროს თანამემამულე ხვიჩა კვარაცხელიას, საქართველოში ორივე ცნობილი სპორტსმენია“, – წერს იტალიური გამოცემა.

ამის შესახებ თავად მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „კვარას დიდ გამოცდამდე დარჩა ორი დღე. მზად ვართ“.